„კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მმართველმა თანამდებობა დატოვა


სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის\" გაკოტრების მმართველმა, აკაკი ბეგაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, ბეგაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებისთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, ბეგაშვილმა სამსახური იმ მიზეზით დატოვა, რომ მას სხვა თანამდებობა შესთავაზეს.
აკაკი ბეგაშვილი „კახეთის ენერგოდისტრიბუციის\" გაკოტრების მმართველად 11 თვის განმავლობაში, 2012 წლის 18 დეკემბრიდან მუშაობდა. თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას, ჯერჯერობით, უცნობია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/IeKDi5

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან