ლევილის ქართული ფესტივალი


ისტორიულ მამულში აჟღერებული ქართული სიმღერა. ლევილში ქართული ფესტივალი დასრულდა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეძენილ და რვა წლის წინ დაბრუნებულ მამულს ქართველი მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები სტუმრობდნენ. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებაზე, ალილოს რეპერტუარი, ფოლკლორი, ქორეოგრაფია და საბრძოლო ხელოვნება - პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ქართული კულტურის და განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული ფესტივალის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

წლევანდელი ფესტივალი მასშტაბურობით გამოირჩეოდა, როგორც ხანგრძლივობის, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ისტორიულ მამულში რვა კვირის განმავლობაში 700-ზე მეტი მონაწილე ჩავიდა. მათ შორის იყვენენ ცნობილი ქართველი მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები. ლევილის ქართული ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან