თესაუ--ში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის „ვებ"-ის პროექტის განხილვა გაიმართა
21.10.2013
01:04
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გაცვლითი პროგრამა „ვებ"-ის პროექტის განხილვა გამართა. შეხვედრას უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები ესწრებოდნენ. გაცვლით პროგრამაში ევროპის 10 უნივერსიტეტია ჩართული. პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/GYg13V