ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისში

16.06.2016 03:21

პროექტის ,,Check in Georgia" ფარგლებში, 18 ივნისს, ქუთაისში, ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება; დირიჟორი დავიდ ხიმენეს კარერასი. კონცერტში მონაწილეობას იღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს. ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება თავისუფალია. http://culture.gov.ge/

გაზიარება: