ინტენსიური დაბომბვის გამო, ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონების მოსახლეობას მოუწოდებენ, მთელი დღის განმავლობაში თავშესაფრები არ დატოვონ. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ხარკოვში სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, დაშავებულია ერთი ადამიანი. ასევე, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დონბასში 14 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ძირითადი ბრძოლები კვლავ დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. დონეცკის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ოდესის მიმართულებით. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად განადგურებულია ოდესის აეროპორტის ასაფრენი ზოლი. რაც შეეხება უკრაინელი სამხედროების წინსვლას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქ იზიუმთან რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, რომლის შედეგადაც ასობით ჯარისკაცი დაიღუპა. შესაძლოა, მათ შორის რუსი გენერალიც იყოს დაღუპული. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსების 9 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 80-ზე მეტი მებრძოლი, 8 ტანკი, 24 ჯავშნტრანსპორტიორი და 2 თვითმფრინავი. გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინა უკვე 5 მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანმა დატოვა, კიდევ 7 მილიონ შვიდასი ათასზე მეტი კი ქვეყნის შიგნით იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. მორიგი მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.