ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა „სვეტს“ საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად სხვა გზის გამოყენებას სთხოვს
ნუცუბიძის ქუჩის #127ბ მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „სვეტს“ საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად სხვა გზის გამოყენებას სთხოვს. როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა განმარტეს, კომპანია მშენებლობის პროცესში მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად მათი ვიწრო ქუჩის გამოყენებას აპირებს, რაც დაუშვებელია. ისინი არ გამორიცხავენ, მშენებლობის პროცესში მწვანე ნარგავებიც დაზიანდეს, ამიტომ ითხოვენ, ახალ კორპუსებთან მისასვლელი ცალკე გზა გაკეთდეს. „ეს კორპუსები როცა აშენდა, აქ სანაგვე იყო. ეზოში გავლა იყო შეუძლებელი და ეს ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოვაწესრიგეთ. ჩვენი კორპუსები ჯერ კიდევ ჩაუბარებელია, მაშინ „ქიდს არქიტექტურა“ ერქვა. მოგვიანებით, ხელმძღვანელებმა იგივე საიდენტიფიკაციო კოდით ახალი კომპანია „სვეტი“ გახსნეს და ახალი კორპუსების მშენებლობას აპირებენ. ეს გზა ჩვენ არ გვყოფნის და მისი გამტარობა საკმარისი არ იქნება ამდენი კორპუსისთვის“, - განაცხადა თინათინ უგულავამ. თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ გაითვალისიწნებს, მოსახლეობა სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლ...
Maestro Television
ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლები ახალი კორპუსის მშენებლობას აპრ...
Maestro Television
ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები მრავალბინიანი მეგაკომპლექსის მშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი
Formula News
აქცია ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი სკვერი ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-სთან
საბურთალოს გამგეობა
საპროტესტო აქცია მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქირავდება 4 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, შ. ნუცუბიძის ქუჩის და...
VERESY Real Estate Company