GSAC-ის დოკუმენტის განხილვა


„საფრთხეების შეფასება“, - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც სტრატეგიული ანალიზის და კვლევის ცენტრის ანალიტიკოსების მიერ მომზადდა. განხილვა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

დოკუმენტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების ასპექტებზე, დიპლომატიურ დავებზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობაზე, ტერორიზმსა და კიბერუსაფრთხოებაზე.

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, დოკუმენტი ორგანიზაციამ დარგის ექსპერტებს, მესამე სექტორსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები პროექტის საბოლოო ვარიანტზე აისახება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან