საქართველოს მხარდაჭერა და სამძიმარი თურქეთს


თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება გროვდება.

გამოქვეყნებულია მისამართები, სადაც მოქალაქეებს პირველადი საჭიროების ნივთების, ტანსაცმლის და საკვები პროდუქტების მიტანა შეუძლიათ. მეზობელი ქვეყანა ჰუმანიტარულ ტვირთს მიიღებს პარლამენტიდანაც. სხვადასხვა ადგილზე შეგროვებულ ტვირთს ხვალ თურქეთის საელჩოსთან მიიტანენ და თურქეთში გაგზავნიან. პარალელურად, დიპლომატიური მისიის შენობაში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ჩანაწერის დატოვება შეუძლია. სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან