დონაციის აქცია


„გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე“, - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მხარდამჭერ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სისხლის უანგარო დონორობის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო.

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის თავმჯდომარის, ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, პანდემიამ მსოფლიოში და მათ შაორის საქართველოში სისხლის მარაგები 20-30%-ით შეამცირა. ერთ კვირიანი კამპანიის ფარგლებში პაციენტთა დასახმარებლად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი სისხლს უანგაროდ გაიღებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ დონაციის პროცესში და შეახსენებს, რომ ერთ უანგარო დონორს, ერთჯერადი დონაციით სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან