ომი უკრაინაში - 158-ე დღე
რუსული აგრესიის 158-ე დღე უკრაინაში. რუსეთის არმიამ საჰაერო და სარაკეტო იერიშები ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და ნიკოპოლეზე მიიტანა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, გუშინდელი ღამე ყველაზე რთული ნიკოლაევის მცხოვრებლებისთვის აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა. დაზიანებულია სახლები, გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი. ხარკოვში კი ღამით ექვსი აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შედეგად დაზიანდა რამდენიმე საწარმო და ცეცხლი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებშიც. რუსეთმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც, სადაც ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შეტევას ცდილობდნენ, თუმცა, უკრაინელებმა იერიშის მოგერიება შეძლეს. უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა ხერსონსა და ნიკოლაევის ოლქებში რუსულ პოზიციებზე და საწყობებზე განახორციელეს. შედეგად განადგურებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა. დღესვე რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის მერმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ექვსი ადამიანი დაიჭრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 158-ე დღე უკრაინაში
TV IMEDI
"ჩვენმა გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა, რო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში
TV IMEDI
მიშას სიცოცხლე საფრთხეშია?! / რატომ იტყუება სააკაშვილი? /#სა...
ევროპის რეგიონული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - საქართველოს მოქალაქეების ჩართვა,რომლებიც საო...
TV მონიტორინგი
ხელისუფლება უნდა დაიძიროს! ყაჩაღების გუნდია, რომელიც ქვეყანა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის ხმა