ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილე ზუგდიდში

16.06.2019 01:26

ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა ღონისძიება ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში. კონსტანტინე გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“. ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და ლექცია შეეხებოდა ისტორიულ პროცესს, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას უძღოდა წინ. ეს იყო უფლებადამცველური მოძრაობა საქართველოში, რომელიც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელს უკავშირდებოდა. ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატები ესწრებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: