ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა

30.04.2019 04:05

აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება ეკონომიკური ზრდის ახალი მონაცემები.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრების მიხედვით, 2019 წლის მარტში დაფიქსირებული მაჩვენებელი, წინა წლების ანალოგიურ პერიოდს აღემატება. საუბარია ეკონომიკის 6%-იან ზრდაზე.

სტატისტიკაში მითითებულია ის სფეროებიც, სადაც ეკონომიკური აქტივობები განსაკუთრებით მაღალი იყო. თუმცა მათ შორის არ მოხვდა სამშენებლო სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

საქსტატის მონაცემების გაცნობის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩენებლები მოქალაქეების ნაწილის ჯიბეზე, ნაკლებად აისახება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi