ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი სტრასბურგში


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი. ამის შესახებ მამუკა ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა უკვე დაიწყო და მას მიენიჭა პრიორიტეტი. ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდადებულები ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც მათ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან