პროექტის პრეზენტაცია


ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ევროპის საბჭომ.

„პრობონო“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მარტოხელა მშობლებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ითვალისწინებს. მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რაშიც 11 ადვოკატია ჩართული. პროექტს უკვე 27 ბენეფიციარი ჰყავს. პრეზენტაციაზე მონაწილე მხარეებმა საკანონმდებლო და პროცედურულ ბარიერებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც მარტოხელა მშობლები დგანან.

პროექტი ექვსთვიანია და მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან