2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა. #ერთადერთმანეთისთვის🙌 💌


#ერთადერთმანეთისთვის🙌 💌 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა. 2008 წლიდან მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. #ორგანიზაცია ,, ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალთა პირველი გაერთიანებაა, უკვე 26 წელია მუშაობს იმისათვის, რომ ყველა შშმ ბავშვს, მათ შორის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ ხარისხიან სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა არა მარტო საქართველოს ქალაქებში, არამედ რაიონებში. ✨ჩვენ ვამაყობთ, რომ ვზრუნავთ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ შშმ ბავშვებზე და ვიცავთ მათ ინტერესებს. #აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2020 წლის აპრილისთვის აუტისტური სპექტრის აშლილობებების ( ასა-ს) გავრცელების სიხშირე 1 არის 54 ბავშვიდან. ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ასა-ს გავრცელების სიხშირე 40 და მეტჯერაა გაზრდილი. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. #ბავშვები #სპეციალისტები #2აპრილი #ბავშვიოჯახისაზოგადოება
satauri sabjektshi dagiwere

ვიდეოები „ბავშვი ოჯახი საზოგადოება"-ისგან