რთველი 2022


რთველი ღვინის სამშობლოში - საქართველოში ყურძნის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები კახეთის რეგიონის, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ერთდროულად მიმდინარეობს. რთველს კოორდინაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს შტაბი უწევს, მოსავლის ჩაბარების პროცესში კი პრობლემები ჯერ არ დაფიქსირებულა. ფერმერები ყურძენს შეფერხებების გარეშე, გრაფიკით გაწერილ დროში აბარებენ. ბოლო მონაცემებით უკვე გადამუშავებულია 65 ათას ტონამდე ყურძენი. გასული წლის მსგავსად სახელმწიფო რთველს წელსაც სუბსიდირებას გაუწევს. ჯამში საქართველოს მასშტაბით წელს 300 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან