✔ მასტერკლასები ქორეოგრაფიაში / აფხაზური ცეკვის მასტერკლასი / უჩა დვალიშვილი / CHUB1NA.GE

11/16/2021
chub1na.ge-ის მიერ

● ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართული (აფხაზური) ცეკვის მასტერკლასის მეორე დღე ჩატარდა. მასტერკლასში 75 ქორეოგრაფ-ქორეოლოგი და მოცეკვავე მონაწილეობს.
მასტერკლასს უძღვებიან აფხაზეთის ანსამბლ ,,შარათინის\" მოცეკვავეები და ქორეოგრაფები: სერგო გეგეჭკორი, ბიანა დარასელია და თემურ დარჯანია.
პროექტის მიზანია: აფხაზური საცეკვაო ნიმუშების სიღრმისეული შესწავლა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და რა თქმა უნდა, აფხაზური ცეკვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
მასტერკლასი 17 ნოემბერს დასრულდება. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
● პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ.
● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE
● 16.11.2021
● Georgian Dance News: CHUB1NA.GE
●   / chub1na.ge

ვიდეოები „chub1na.ge"-ისგან