13 ივნისის სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად გმირთა მოედნის, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიებზე ასობით ადამიანი გამოვიდა და გამოთქვა სურვილი დასუფთავების, გაწმენდით სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა. მოხალისეები შეიკრიბნენ სვანიძის ქუჩაზეც დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების გასაწევად. მოხალისეთა უმეტესობა სტუდენტები არიან. მათი მობილიზაცია, ძირითადად, სოციალური ქსელების, სტუდენტური თვითმმართველობისა და ახალგაზრდული გაერთიანებების დახმარებით მოხდა. #13ივნისი #Tbilisiflood http://netgazeti.ge