ბუნებრივი აირის მოხმარების რეგულაციები მკაცრდება

01.11.2019 01:00

ნოემბრიდან, ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი წესის თანახმად, თუ ობიექტზე არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს მის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე, გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება,  სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ პოლიციას აცნობოს. პროექტი ასევე  ფულად ჯარიმებსაც ითვალისწინებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, ფიზიკური პირებისთვის 50-ლარიანი ჯარიმაა ნავარაუდევი, იურიდიული პირებისთვის კი - 500 ლარი. კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა და პარლამენტს დასამტკიცებლად  უახლოეს მომავალში წარედგინება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო