საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ილია დარჩიაშვილი სტამბოლში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დროს მთავარი განსახილველი საკითხები სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა იყო. შეხვედრისას თურქმა დიპლომატმა შექმნილი რეგიონული მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეწვევა.
კიდევ რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამას ქეთი ჩოხელი გაგვაცნობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან