კლინიკებისთვის დადგენილი ტარიფები

21.11.2019 04:33

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმა ისევ სადავოა. კლინიკების დიდი ნაწილი ერთიან სატარიფო სქემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ რეფორმა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. საუბარია გეგმაზე, რომლის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო სერვისების ფასები ყველა კლინიკაში თანაბარი იქნება და კონკრეტული საავადმყოფო მას საკუთარი ნებით ვეღარ გაზრდის. ახალი რეგულაცია პირველ ეტაპზე კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით ამოქმედდა. ჯერ უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო კლინიკების თხოვნას და შეუთანხმებს თუ არა სხვა სფეროებში მათ ტარიფებს. ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი წერილობითი პასუხი მწვავე იყო. უწყება საავადმყოფოებში სერვისების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასაც აანონსებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო