თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და კიდევ ორ ეპიზოდზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა პროცედურული საკითხები გაიარეს, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო.\n\nთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ადვოკატები ასაჩივრებენ და აცხადებენ, რომ ჯგუფური ძალადობა არ ყოფილა. ბრალდების მხარე კი მოითხოვს, ყველა ბრალდებულის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლით გადაკვალიფიცირება მოხდეს.\n\nშეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე 27 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge \nგამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb \nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.