ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

29.06.2022 01:20

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და კიდევ ორ ეპიზოდზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა პროცედურული საკითხები გაიარეს, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ადვოკატები ასაჩივრებენ და აცხადებენ, რომ ჯგუფური ძალადობა არ ყოფილა. ბრალდების მხარე კი მოითხოვს, ყველა ბრალდებულის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლით გადაკვალიფიცირება მოხდეს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე 27 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: