სკოლებში ახალი საგანი -„მრეწველობა"- დაინერგება
„მრეწველობა", - ახალი სავალდებულო საგანი სკოლებში. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მრეწველობას მეთერთმეტეკლასელები კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლიან. საგანი 2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს 100 სკოლაში საპილოტე პროგრამით დაინერგება. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, განათლების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი სახელწოდებით - „შექმენი მომავალი", რომელიც ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. პროგრამის მიზანია მოსაწავლეებმა მეტი შესაბამისი ცოდნა მიიღონ და გამოიმუშავონ უნარები, რათა მომავალში გახდნენ მეწარმეები და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. მრეწველობა სკოლებში აქამდე არჩევითი საგანი იყო. პროგრამის დეტალურ კონცეფციას განათლების სამინისტრო პრემიერ-მინისტრს უახლოეს მომავალში წარუდგენს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1f7TYbr
მსგავსი ვიდეოები
მოსწავლეების ჯანსაღი კვებისთვის სკოლებში ახალი სტანდარტები დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსწავლეების ჯანსაღი კვების მიზნით,სკოლებში კვების ახალი სტა...
Rioni.TV
ელექტრონული ჟურნალის დანერგვა სკოლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 20 საათზე, 15 ივნისი, 2017 #Live
საქართელოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დაინერგება
PalitraNews
ონკოლოგიურ რადიოთერაპიაში ახალი მიმართულება დაინერგება
Music Box
იმერეთში ჭკვიანი სპეციალიზაციის პროგრამა დაინერგება
ტვ არგო / TV ARGO
ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების ახალი სისტემა დაინერგება
Georgia Daily