სააფთიაქო ნარკომანია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი დააკავა. ის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები
ობიექტივი
მაღალჩინოსნების კვალი სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებაში
ობიექტივი
სააფთიაქო ნარკომანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააფთიაქო ნარკომანია კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება
ობიექტივი
სააფთიაქო ნარკომანია
საგამოძიებო სამსახური
სააფთიაქო ნარკომანია
საგამოძიებო სამსახური
სააფთიაქო ნარკომანია
TheGABA Project
სააფთიაქო ნარკომანია
tv obieqtivi