გოგი წულაია გათავისუფლდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული გოგი წულაია 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მან უკვე დატოვა გლდანის პენიტენციური დაწესებულება. როგორც წულაიამ მედიასთან განაცხადა, თავს უდანაშაულოდ თვლის და დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წარუდგინეს ახალი მტკიცებულებები გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან