გამოფენა "თვალით და გონებით დანახული სამყარო"

06/15/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

14 ივნისს, თიბისი გალერეაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა \"თვალით და გონებით დანახული სამყარო\" გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.
პროექტი განხორციელდა ასოციაციების - \"მომავალი იწყება დღეს\" და \"ქალი, ბავშვი და სოციუმის\" მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან