საკოორდინაციო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში


ჭიათურაში დასაქმებულ მაღაროელებთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. საბჭოს შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და საჩხერის კლინიკის ფინანსური დირექტორი ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, დღეს ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რაც მაღაროელების მოთხოვნებს ეხება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კი მაღაროელების ჯანდაცვის საკითხს ეხებოდა. შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ადგილზე გაიხსნება პირველადი დახმარების პუნქტი, სადაც მუშებს გაეწევათ პირველადი ჯანდაცვის მომსახურება და შემდეგ მათ სამედიცინო მომსახურებას უკვე საჩხერის კლინიკა გაუწევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან