დიდ ბრიტანეთში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს და დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, აუცილებელია მტრულად განწყობილი მხარეების მზარდი აგრესიისგან დაცვა და აგრესორების წინააღმდეგ გაერთიანება. მედია წერს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა და თუ მოსკოვში ამ გზას არ გაჰყვებიან, შედეგები ძალიან მძიმე იქნება. ამასთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 13-15 დეკემბერს რუსეთს და უკრაინას ესტუმრება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.