გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

08.07.2020 00:43

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მეგობრის სტატუსით გაკეთებულ მოსაზრებას ზეპირად მოისმენს.

ადვოკატის განცხადებით, ორგანიზაციის მოსაზრებაში საუბარია გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე, რაც გიორგი რურუას უდანაშაულობას ადასტურებს.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub