საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მაკირიაკოს მიცოტაკისმა ტრაგედიის ადგილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ინციდენტის გამომწვევ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება. დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი. სატვირთო და სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს სამშაბათს, შუაღამისას შეეჯახნენ, რის შედეგადაც მატარებლები ლიანდაგებიდან გადავიდა. სამგზავრო მატარებლის პირველ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. საერთო ჯამში, სამგზავრო მატარებელს 350-მდე ადამიანი ათენიდან თესალონიკში გადაჰყავდა. ვარაუდობენ, რომ მგზავრთა უმეტესობა სტუდენტი იყო. გუშინ ღამით აქცია გაიმართა სარკინიგზო კომპანიის ოფისთანაც, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საბერძნეთში პროფკავშირების წარმომადგენლებმა სარკინიგზო ქსელი...
Euronews Georgia
ქრონიკა 11:00 საათზე - 1 მარტი 2023 წელი
TV IMEDI
საბერძნეთში რუსი ვიზიტორების სიმცირე ტურიზმისთვის გამოწვევას...
Euronews Georgia
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მო...
PalitraNews
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა
Music Box
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 74 ადამიანი დაიღუ...
PalitraNews
საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქეა დაინფიცირებული
TV IMEDI