ჯარიმები სამშენებლო მასალების გადაზიდვა-შენახვაზე

20.11.2025 05:16

თბილისში სამშენებლო ნარჩენებისა და მასალების ტრანსპორტირებასა და განთავსებაზე კონტროლი მკაცრდება.

ხუთჯერ იზრდება ჯარიმები, განმეორებით შემთხვევებში შესაძლოა ფინანსურმა სანქციამ 30 000 ლარამდე მიაღწიოს. რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზონებში. კანონი იმ ადგილებს განსაზღვრავს, სადაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მასალების განთავსება ნებადართულია. ღია ცის ქვეშ შენახვა, ან ღია წესით მათი ტრანსპორტირება კი კანონდარღვევებად ითვლება. რეგულაციები მკაცრდება მშრალი წესით ქვის დამუშავებაზე და ბეტონმზიდების მიერ ბეტონის დაღვრაზეც, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. კანონში შესატანი ცვლილებები აღსრულების პროცესსაც ამკაცრებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog