მთავრობის სხდომა

03.12.2020 08:34

ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარების გასაცემად განცხადებების მიღება დღეიდან იწყება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს, რომ დახმარებები ახალ წლამდე გაიცეს. გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებასა და დაწესებული რეგულაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, პრემიერმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ პანდემიასთან ბრძოლაა. თამარ წიკლაური დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: