„დინამო თბილისი“-„ფეიენოორდის“ მატჩი საქართველოს პირველ არხზე

07.08.2019 00:28

დინამო თბილისმა“ და საქართველოს პირველმა არხმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს ჰოლანდიურ მხარესთან მოლაპარაკება. მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხვალ, 8 აგვისტოს, 21.30 საათზე საქართველოს პირველი არხი აჩვენებს რეპორტაჟს როტერდამიდან, სადაც ერთმანეთს ხვდებიან „ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“. „ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: