საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინას


საერთაშორისო მოწოდებების ფონზე რუსეთი საკუთარი ძალების დემონსტრირებას განაგრძობს. 

უკრაინის საზღვრებთან ვითარება დაძაბულია. საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ბელარუსში მოსკოვმა დამატებითი ძალები განალაგა. ანექსირებულ ყირიმში კი სხვადასხვა ქვედანაყოფის და და ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. დასავლეთი ახალი ომის საფრთხეს სულ უფრო რეალურად მიიჩნევს. ნატოში აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში ჩავიდნენ. უკრაინა კი მსოფლიო ლიდერებს იღებს. ამჯერად კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია კონსულტაციები პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. საფრანგეთის პრეზიდენტი კი ხვალ მოსკოვს ესტუმრება, რის შემდეგ კიევში გაემგზავრება. 

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი კიევში იმყოფება, - უკრაინის დედაქალაქში ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვიძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე მუშაობენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან