ლექცია კიევის სამართლის ინსტიტუტში

04/20/2012
EUNATO GovGe-ის მიერ

ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ კიევის სამართლის ინსტიტუტში საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე ლექცია წაიკითხა.
შეხვედრაზე ყველაზე დიდი ინტერესი იმ შეკითხვამ გამოიწვია, თუ როგორ შეძლო საქართველომ ასეთ მოკლე დროში კორუფციის დამარცხება და ევროპულ ოჯახში შესვლა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრები უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, პარლამენტის წევრებთან გამართა, სადაც საუბარი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და დევნილების დაბრუნებას შეეხო. 20.04.2012

EUNATOGOVGE Web -http://www.eu-nato.gov.ge
EUNATOGOVGE on Facebook-   / eunatogovge  
EUNATOGOVGE on Twitter-   / eunatogovge  
EUNATOGOVGE on Flickr - http://www.flickr.com/photos/eunatogo...
EUNATOGOVGE on Myvideo.ge- http://www.myvideo.ge/EU-NATO.GOV.GE

ვიდეოები „EUNATO GovGe"-ისგან