სატელეფონო საუბარი შარლ მიშელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. კომუნიკაციის შემდეგ წუხელ გვიან ღამით, ირაკლი კობახიძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართულები. ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი
TV IMEDI
სატელეფონო საუბარი ე.წ. კანონიერ ქურდებთან
info rustavi
სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვაქსმა“ კონტრაქტორებისთვის ვაქცინების მიწოდება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი თამარა მეარაყიშვილთან
ინდიგო | INDIGO MAGAZINE