ოფიციალური თბილისი ხაჯიმბა-პუტინის შეხვედრას ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში შემდგარ შეხვედრას ეხმაურება ოფიციალური თბილისი, სადაც ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებენ და ამბობენ, რომ შეხვედრის შინაარსი ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ხელისუფლების კრიზისის მაგალითია. საგარეო უწყებაში დღეს აღნიშნეს, რომ რუსეთის მორიგი უკანონო ქმედება კრემლის პოლიტიკის ერთგვარი დემონსტრაციაა და მცდელობა იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების ლეგიტიმაცია მოხდეს. თბილისმა მოსკოვს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებიც შეახსენა. შეგახსენებთ, სოჭში რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა შედგა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება. თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საკითხებს, რომელთა განხილვასაც რუსეთის ლიდერთან მოელის. რაულ ხაჯიმბამ საქმის კურსში ჩააყენა ვლადიმერ პუტინი თავდაცვითი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ხაზით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებითაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმერ კონსტანტინიდის განაცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფხაზი ახალგაზრდის არჩევანი - დათო ხაჯიმბა ოჯახთან ერთად თბი...
TV IMEDI
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. არჩევნების შედეგები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster