უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ხერსონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შტაბს დაარტყეს, რომელიც ბამბის ქარხანაში იყო განთავსებული. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. შედეგად რუსებმა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. თავის მხრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის 30 დასახლებაზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანეს. კერძოდ, დაიბომბა სუმის, ხარკოვის, კრამატორსკის, ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებებით. ასევე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონში, სადაც სამი პირი დაშავდა. პარალელურად, გრძელდება ხარკოვის რაიონის რუსებისგან გათავისუფლების ოპერაცია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელები ისეთ ადგილებს პოულობენ, რაც მათი თქმით, წამების ფაქტებზე მეტყველებს. გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 34 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დადგინდება ყველას ვინაობა, ვისაც წამებასა და სისასტიკეში მიუძღვის ბრალი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.