შსს-ს ევროპის მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ


შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის, ევროპოლის, ევროკავშირის და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების ექსპერტები ესტუმრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს შსს-ს აკადემიის, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. აღნიშნული ვიზიტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მონიტორინგისა და არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით დაიგეგმა. სამუშაო შეხვედრა ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის ეგიდით გაიმართა. სტუმრებს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსმა ნუგზარ სუჯაშვილმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა და სპეციალისტებმა აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ისრაელიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/m3dpkj

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან