„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

19.06.2014 01:57

დედოფლისწყაროს N14-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაკავებულ პირებს: „ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრს, ზურაბ ყოჩიაშვილს და პარტიის წარმომადგენელს, მამუკა ბაღაშვილს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ორივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, დაკავებულები პრემიერ -მინისტრის მამის და სიმამრის პირადი პატიმრები არიან. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1qj6ZR5

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო