„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“  - 30 წლის შემდეგ

21.03.2019 03:54

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება.

„ბრავო რექორდსის“ სტუდიაში 25 მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს.  

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - ამ სახელწოდების ცნობილ კომპოზიაციას  ახალი ვერსიით ზუსტად სამი ათეული წლის შემდეგ  ისევ პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე  ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა 50-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა. სიმღერა მაშინვე თავისუფლების ჰიმნად იქცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog