„ქართული ოცნების“ განცხადება


პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. „დღეს ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს/სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს. საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული მკაცრი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას. დემოკრატიული მმართველობის პირობებში ეს ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში ვხედავთ“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან