სუბოტექსის გამოყენების ფაქტზე გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
თელავის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მაჭავარიანი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. მაჭავარიანი, რომელიც ბრალდებას აღიარებს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაკავების დროს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არის აღძრული, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თელავის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს და თავდების შესახებ არ დააკმაყოფილა და გიორგი მაჭავარიანს აღკვეთი ღონისძიების სახით ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მორიგი სასამართლო სხდომა 6 თებერვალს გაიმართება. გიორგი მაჭავარიანი თელავის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/KJvEik
მსგავსი ვიდეოები
დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იური ვაზაგაშვილი" სუბოტექსის" პირველი შემომტანი იყო
FrontNews Ge
ურანი VS სუბოტექსი
კვირაში ერთხელ • მიშა მშვილდაძესთან
აჭარაში სამართალდამცველებმა 75 აბი სუბოტექსი ამოიღეს
TV 25
შსს მ 571 აბი ”სუბუტექსი” ამოიღო
Mtisambebi / მთის ამბები
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელება ა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაც...
შინაგან საქმეთა სამინისტრო