სანდრო თედიაშვილს 100 წლის იუბილე მინისტრმა მიულოცა
პირველ ქართველ ჯამბაზს, უხუცესს მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს სანდრო თედიაშვილს 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. მინისტრი მსახიობს ესტუმრა და მას საცირკო ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის კულტურის სამინისტროს სიგელი, ფულადი ჯილდო და სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები აჩუქა. საცირკო ხელოვნების ოსტატი სანდრო თედიაშვილი 1913 წელს დაიბადა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (1934-52წლები). 1952 წლიდან მსახიობი გადმოდის თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრში (მოზარდმაყურებელთა თეატრი), სადაც 5 წლის განმავლობაში რჩება, ვიდრე ქართული ცირკის პირველი ჯამბაზის დამსახურებულ წოდებას დაიმსახურებს. ქალ მოჯირითეთა დასის შექმნით, ურთულესი, უცხო ილეთების და თუ სხვა მნიშვნელოვანი მიღწევების გამო, ქართული ცირკი მთელს საბჭოთა კავშირში პირველი იყო, შესაძლოა ამიტომაც 1957 წელს, თბილისში ქართული საცირკო ხელოვნების კოლექტივის შექმნის საკითხი დაისვა; რადგან სიახლეებთან დაკავშირებული ყველაფერი - დანიშვნები, გათავისუფლებები, გასტროლები რუსეთში წყდებოდა, თბილისში რუსეთიდან საბჭოთა კავშირის საცირკო ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა მოზარდმაყურებელთა თეატრში 44 წლის სანდრო თედიაშვილი აღმოაჩინა. დაიწყო მსახიობის ახალი ეტაპი ქართულ ცირკში. სანდრო თედიაშვილს საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი ჯამბაზის წოდება მიენიჭა. სანდრო თედიაშვილმა ცირკში შექმნა კინტოს სახე და ქართველმა მაყურებელმა ჯამბაზი კინტოს სახით მიიღო. სანდრო თედიაშვილი არის ავტორი წიგნისა „ცირკის საოცრებათა ხელოვნება". http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
იოანე არაბული ახალი ალბომის და სხვა სიახლეების შესახებ
შუადღე GDS / shuadge GDS
Diplomat Georgia VS NGT ( 10 - 0 ) 25 Apr 2021
Beka Otanadze
არ გაჩერდე, საქართველო
GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - მე-11 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზღვა
სანდრო
სანდრო ასათიანი ტრადიციული და სოციალური მედია - შესავალი
Online Iliauni
სანდრო გეგეჭკორი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster