რა სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს დიაგონალური კუმულაცია?-ინტერვიუ მარინა მაჭარაშვილთან
09/15/2022
ერთ წელზე მეტია საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შორის 2021 წლის 29 აპრილს ამოქმედებული შეთანხმებით, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო პროდუქცია ევროკავშირში ნულოვანი ტარიფით გავა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შესაძლებლობით ამ დრომდე მხოლოდ ტექსტილის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებმა ისარგებლეს და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით საქართველოდან ევროკავშირში უკვე ექსპორტირებულია 2,6 მილიონი ლარის პროდუქცია.
რა სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს დიაგონალური კუმულაცია - ამ საკითხს გასულ კვირას თბილისში ფორუმი მიეძღვნა, სადაც მათ შორის წარმოდგენილი იყო კვლევა იმის შესახებ, თუ რომელია ის პერსპექტიული სექტორები, რომლებმაც ტექსტილის მსგავსად წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.
სტუმარი: მარინა მაჭარაშვილი - ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის, პოლიტიკის სამმართველოს უფროსი;
#რედაქტ2 #BMG