პრესკონფერენცია ოშკსა და იშხანთან დაკავშირებით

06/10/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების შესახებ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფიზიკური სამუშაოები ოშკზე არ მიმდინარეობს და თურქული მხარის აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ საპროექტო წინადადებით.

ასევე, ქართველი სპეციალისტების მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თურქულმა მხარემ დაასრულა და დაამტკიცა იშხნის საინჟინრო პროექტი, ეს კი გამაგრებითი სამუშაოების დაწყებაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, ყველა არსებული ინფორმაცია, რომ იშხანში მიმდინარეობს ფრესკების რესტავრაცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვნებას იძენს შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ\", რაც კონკრეტულად ამ ეტაპზე და მთელ შემდგომ პროცესში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უკვე ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ქართველი სპეციალისტების ჩართვის საშუალებას მისცემს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შეთანხმების საბოლოო ვარიანტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა 2013 წლის 29 მარტს. დოკუმენტის მიღება ადმინისტრაციაში ფიქსირდება 1 აპრილს.

შედეგად, ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან სამინისტროს არ მიუღია ოფიციალური პასუხი შენიშვნებთან დაკავშირებით, რამაც შეაფერხა დოკუმენტისათვის შემდგომი მსვლელობის მიცემის პროცესი.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან