მეუფე იაკობის ბრალდებები
მეუფე იაკობის ბრალდებები ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასა და ხელისუფლებას. როგორ გადაწყვეტს საპატრიარქო უმაღლეს სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას. ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, ხვალ მას შემდეგ გაკეთდება, რაც სხვადასხვა ეპარქიების მეუფეები თბილიში ჩამოვლენ და სკანდალურ განცხადებებზე იმსჯელებენ. მეუფე იაკობმა „tv პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ პატრიარქის გადადგომის მიზნით, შეთქმულება იგეგმებოდა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, აღნიშნულ შეხვედრას სხვა პირებთან ერთად კი გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ. მეუფე იაკობის კიდევ ერთი განცხადების მიხედვით, უწმინდესის მკვლელობის დაგეგმვაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იყო ჩართული. ბრალდებას აბსურდული და დაუჯერებელი უწოდა მთავრობის მეთაურმა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება მძიმე ბრალდების ადრესატ პეტრე ცაავას, მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით, ნათლად ჩანს, რა მძიმე მდგომარეობაა ეკლესიაში. მეუფე იაკობმა კი ამ განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 21 საათზე, 26 ოქტომბერი 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
სიძულვილის, ცილისწამებისა და ბრალდებების ენა საქართველოს მარ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
ვითარება საპატრიარქოში - დეპუტატების შეფასებები მეუფე იაკობი...
PalitraNews
პოლიტიკოსები მეუფე იაკობის განცხადებებს აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე
PalitraNews
მეუფე იაკობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუფე იაკობის განცხადება
GeoPolitNews
მეუფე იაკობის მორიგი სკანდალური განცხადებები
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia