ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნა


იანვრის შემდეგ დღეს, პირველად საქართველოში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2 000-ს მიუახლოვდა ინფიცირებულთა დღევანდელი სტატისტიკა. პიკის გადავლას და ინფექციის გავრცელების დინამიკის შემცირებას ეპიდემიოლოგები მაისის ბოლოსთვის ვარაუდობენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის მოიხსნას ე.წ. კომენდანტის საათი. მესამე ტალღის პიკის ნაკლები დანაკარგებით და სწრაფად გავლასთან ერთად გამოწვევაა ვირუსის ახალი, ე.წ. ინდური შტამის გავრცელების პრევენცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევების მიხედვით, ინდური, იგივე „ბი 1-617“-ის შტამს შესაძლოა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ვერ აჩერებდეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან