576 ჰექტარი, 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

02/05/2021

© https://mtisambebi.ge/​​​​ - საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის მშენებლობა სურს, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით, იქამდე გადასცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. მეტიც, რიონის ხეობის დიდი ნაწილი, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, თურქულ კომპანიას, პირდაპირი ფორმით, მხოლოდ 16 ლარად ისე მიჰყიდა, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა. დოკუმენტი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა გაასაჯაროვა. ნამახვანიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მასალები მან მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით გამოითხოვა.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან